დაკავება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით
სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ბათუმის ბულვარში, უკანონო მფარველობას უწევდა მეუღლის მშობლების ბიზნეს საქმიანობას. დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე გამოძიების ფარგლებში, 31 იანვარს, სამართალდამცველების მიერ, ქრთამის აღების ბრალდებით უკვე დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კიდევ ერთი თანამშრომელი.