დაკავება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ძალადობის ბრალდებით

30 წლის ქალის გარდაცვალების საქმეზე, მისივე მეუღლე ცოტა ხნის წინ დააკავეს. საქმე თავდაპირველად თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იყო აღძრული. ახლობლების განცხადებით, გარდაცვლილი ქალი მეუღლის მხრიდან ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.  გარდაცვლილის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ამ დროისათვის დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება. ტრაგედია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში გუშინ დატრიალდა.

დატოვე კომენტარი