დაკავება ტრეფიკინგის ბრალდებით

12:05, 24.08.2026

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს თბილისში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნას აიძულებდა, მათ მიერ შეგროვებულ თანხას კი, თავად ისაკუთრებდა. ამ ეტაპზე, დაზარალებულები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვის-ცენტრში არიან განთავსებულნი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი