დაკავება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე, სუს-მა ერთი პირი დააკავა. მას ბრალი უკვე წარდგენა. ასევე, სუს-ის ინფორმაციით, რამდენიმე პირის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოვლენილია პირთა წრე, რომელიც სახელმწიფო უწყებებში, ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდა. მუქარის შეტყობინებების ავტორები, ძირითადად ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს იყენებდნენ. სასჯელი 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს, თუმცა ამბობს, რომ იხუმრა და არ უფიქრია, რომ მის ქმედებას სერიოზული შედეგი მოჰყვებოდა.