დაკავება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით

21:35, 19.05.2026

პანკისის ხეობაში მცხოვრებ სამ ადამიანს უმძიმესი ბრალდება წაუყენეს.

ომალო, ბირკიანი, ჯოყოლო – სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირებს ედავებიან. ძიება ამბობს, რომ სამივე პირი ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში იყო გაწევრიანებული და კონკრეტულ დავალებებს იღებდა. გადაბირების და ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანების მიზნით ბრალდებულები ხეობის მცხოვრებლებთან ფარულ შეხვედრებსაც აწყობდნენ. გამოძიება მტკიცებულებებს შორის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ნივთებსაც ასახელებს, მათ შორისაა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკები. როგორც ირკვევა, სპეცოპერაციის ჩატარებამდე სამივე პირის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ტარდებოდა. არ არის გამორიცხული, რომ საქმის ფიგურანტთა რაოდენობა გაიზარდოს.

მსგავსი