დაკავება თბილისში

სექტემბერში მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა რამდენიმეთვიანი ირიბი მინიშნებების შემდეგ დღეს პირველად მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მისი შვილის მკვლელობა ძმებმა კაკულიებმა შეუკვეთეს.

გურამ და დავით კაკულიების დაკავების შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი. მათ ბრალი იარაღის შეძენა-შენახვაში ედებათ, რასაც ძმები უარყოფენ. დაკავება ორთაჭალაში, ნაქირავებ ბინაში მოხდა. კაკულიების გვარმა პირველად სწორედ კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გაიჟღერა. არაოფიციალური ინფორმაციით, კაკულიები ფიგურირებენ სამი დღის წინ არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების საქმეშიც.