დაკავება თაღლითობის ფაქტზე

18:34, 11.11.2025

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ 2 741 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დაზარალებულის კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანის გზით ყალბი მინდობილობა შეადგინეს, თითქოსდა დაზარალებული დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთ წევრს უფლებას აძლევდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთები განეკარგა. აღნიშნულის საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზარალებულის კუთვნილი, 2 741 000 ლარის ღირებულების ორი მიწის ნაკვეთი, ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრზე გადააფორმეს, რომელმაც ქონება ჯერ იპოთეკით დატვირთა, შემდეგ კი გაასხვისა. სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს, სამი პირის მიმართ კი – სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. ბრალდება რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ხუთივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

მსგავსი