დაკავება თაღლითობის ბრალდებით

12:16, 31.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით, დაზარალებული მოატყუეს და 17 ავტომანქანის შესაძენად გადარიცხულ 450 900 აშშ დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ, რის შემდეგაც მიიმალნენ. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი ორი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი