დაკავება თაღლითობის ბრალდებით

18:20, 24.07.2026

დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს თბილისში. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ცდილობდა თაღლითურად გაესხვისებინა რამდენიმე მილიონი აშშ დოლარის ღირებულების სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით უძრავი ქონება – კერძოდ, წყნეთში მდებარე 18 000-ზე მეტი კვადრატული ფართობის მიწის ნაკვეთი, მილიონ 200 ათას დოლარად. ის უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ​თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი