დაკავება თაღლითობის ბრალდებით

12:25, 19.07.2026

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირი დაზარალებულს გარდაცვლილი მეუღლის საფლავის მოპირკეთებას დაჰპირდა. ბრალდებულმა დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების მიზნით, დაზარალებულს 10300 ლარი გამოართვა, თუმცა დაპირებული სამუშაოები არ შეუსრულებია. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი