სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტებზე 8 პირი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ორმა პირმა თურქეთიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვარი. ხოლო 6-მა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილი “ა” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.