დაკავება საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე 

12:05, 17.07.2025

საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა სასაზღვრო პოლიციამ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები თურქეთიდან შემოვიდნენ ქვეყანაში. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.

მსგავსი