დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე

18:45, 17.03.2026

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის და გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორმა ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ საქართველოში, ერთი ბრალდებული კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი