დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით
სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სამი პირი დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სახელმწიფო საზღვარი თურქეთიდან უკანონოდ გადმოკვეთეს. მათი აყვანა სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედიში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს