დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 

18:33, 11.11.2026

სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ძებნილი პირი დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო პუნქტ „სარფის“ გვერდის ავლით, თურქეთიდან, ტრაილერში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს  საზღვარი. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ გატარდა საიმიგრაციო პროცედურები, რის შედეგადაც განხორციელდა მისი ქვეყნიდან გაძევება.

მსგავსი