დაკავება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით
სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 9 პირი დააკავა. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე, უკანონოდ ცდილობდნენ თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.