დაკავება საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე
საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი ორი პირი დააკავა, სასაზღვრო პოლიციამ. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. გამოძიების ინფორმაციით ერთმა ბრალდებულმა სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, მეორე პირი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთიდან შემოიყვანა. მიმდინარეობს მათ მიმართ საექსტრადიციო პროცედურები.