დაკავება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით

18:39, 08.05.2026

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა სასაზღვრო პოლიციამ. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ტრაილერში დამალვის გზით, ასევე, ქვეითად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში შემოვიდნენ. დანაშაული ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი