დაკავება საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით
სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი პირი დააკავა სასაზღვრო პოლიციამ. გამოძიებით დადგინდა, რომ თურქეთის მოქალაქემ, საკუთარი მართვის ქვეშ არსებულ ტრაილერში სამალავის მეშვეობით, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „კარწახის“ გავლით თურქეთის უკანონოდ გადმოიყვანა მიგრანტი, ასევე თურქეთის მოქალაქე. მსჯავრდებულების მიმართ გატარდა საემიგრაციო პროცედურები და ქვეყნიდან იქნენ გაძევებულნი.