დაკავება საზღვრის კვეთის ბრალდებით

15:19, 08.09.2018

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ოთხი და საქართველოს ერთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი