დაკავება საოკუპაციო ზოლთან

ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება სოფელ ზარდიანთკარის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული მამაკაცი. ზუსტად საიდან აიყვანეს რუსმა სამხედროებმა 63 წლის მირიან თაზიაშვილი, ადგილობრივებმა არ იციან. მომხდარის შესახებ ინფორმაცია გაავცელა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და იუწყება, რომ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

დაუკავშირდნენ თუ არა ოჯახს ოკუპირებული ტერიტორიიდან და გვაქვს თუ არა გატაცებულის შესახებ ახალი ცნობები? – ნინო ფისაძე მუშაობს შიდა ქართლში.