დაკავება საოკუპაციო ხაზიდან

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი პროვოკაციული მოქმედება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს სამი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინციდენტის დროს ერთი მოქალაქე დაშავდა. ის „წითელი ჯვრის“ დახმარებით უკვე გადმოიყვანეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. 29 წლის მამაკაცი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებულია. როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ინფორმაცია ვრცელდება უკანონო ტყვეობაში მყოფ კიდევ ორ მოქალაქეზე, – ნინო ფისაძე არკვევდა დეტალებს.