სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ჩატეხილი ხიდის საქმეზე 5 პირი დააკავეს. მათ შორის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი. გამოძიება დაკავებულებს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებას და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ედავება.