დაკავება საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე

12:07, 21.06.2025

პროკურატურამ საჯარო მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ დაკავებულებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების და მასალის შეუფერხებლად გადაადგილების მფარველობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ხელმძღვანელს, ქრთამის სახით 5000 ლარი შესთავაზეს, ხოლო შემდგომი უკანონო საქმიანობის მფარველობისთვის, ხე-ტყით თითოეული დატვირთული სატვირთო ავტომანქანის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის, სისტემატურად, 2000 ლარს დაჰპირდნენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი