დაკავება საიმიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები. შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე. მათ შორის არიან – ირანის, ინდოეთის, ნიგერიის, პაკისტანის, თურქმენეთის, ნეპალის, სიერა ლეონეს, ბანგლადეშის, იორდანიის, ეთიოპიისა და ავღანეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში კანონდარღვევით იმყოფებოდნენ. ამჟამად, ისინი მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფებიან და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.