დაკავება საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე

15:26, 08.12.2017

დაკავება საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე აიყვანეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საბაჟო გამშვები პუნქტის – „სარფის“ გავლით,  საბაჟო კონტროლისაგან მალულად,  მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში განთავსებული სამალავის გამოყენებით, ცდილობდა თურქეთიდან  საქართველოს ტერიტორიაზე  შემოეტანა ოქროს ნაკეთობები, რომლის საბაჟო ღირებულება 165 500 ლარს შეადგენს.

 

მსგავსი