დაკავება „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს. სპეცოპერაციები სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან ერთად, ბორჯომსა და რუსთავში ერთდროულად ჩატარდა. „ქურდული სამყაროს“ წევრობის გარდა, მათ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებაც აქვთ წარდგენილი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კრიმინალური „ავტორიტეტი“ და „ქურდული სამყაროს“ აქტიური წევრი – 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი აიყვანეს თბილისში. სამინისტროს ცნობით, დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.