საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და მასთან კავშირში მყოფი 45 პირი დააკავა. ასევე, კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი – დაუსწრებლად. მათ შორის – სამი ე.წ. კანონიერი ქურდია. მათ ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს წევრობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა“ და „კანონიერი ქურდობა“.
ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე