დაკავება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით
ერთდროულად რამდენიმე ქალაქსა და რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაცია – დაკავებულია ოცი ადამიანი, რომლებსაც ქურდული სამყაროსთან კავშირს ედავებიან. ოთხ პირს შორის კი, რომლებსაც ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, ორი ე.წ. კანონიერი ქურდია. გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებულები სარგებლის მიღების მიზნით და ე.წ. ქურდული ტრადიციებით ფინანსური დავების მოგვარებაში მონაწილეობდნენ და პროცესში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და ე.წ. კანონიერ ქურდებსაც რთავდნენ. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ერთ-ერთი მოდავე მხარის მიმართ მუქარასაც ჰქონდა ადგილი. საქმეში ფიგურირებს ფარული აუდიო ჩანაწერებიც.