„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს, კიდევ ცხრა პირს ბრალი წარუდგინეს, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში, სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარა. ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს უკავშირდებოდნენ. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.