დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 30 პირს ბრალი წარედგინა – ოთხ მათგანს დაუსწრებლად. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ე.წ. ქურდული სამყაროს წევრები და ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებს უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ. პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”. გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.