დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 

კრიმინალური გარჩევები, მუქარა და დავები ე.წ. კანონიერი ქურდის მონაწილეობით – გახსნილად ცხადდება ორგანიზებული დანაშაულის კიდევ ერთი საქმე.

21 დაკავებულს ქურდულ სამყაროსთან კავშირს ედავებიან. ბრალდებულებს შორისაა კრიმინალური ავტორიტეტიც, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. საუბარია ელმურაზ მამედოვზე. დაკავების ოპერაცია თბილისში და რამდენიმე რეგიონში ჩატარდა. გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება ფინანსური დავების მოგვარებას და მოქალაქეების ბიზნესიდან თანხის მოთხოვნას. მტკიცებულებებად სახელდება ფარული ჩანაწერები, დაკავებულთა სახლებიდან ამოღებული ნივთები და სოლიდური თანხა.