დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით
დანაშაულებრივი სქემა ე.წ. კანონიერი ქურდების მონაწილეობით – დაკავებულია 44 ადამიანი, კიდევ შვიდ პირს ბრალი წაუყენეს. მათ შორის ორი უცხოეთში მყოფი „კანონიერი ქურდია“. გამოძიების მასალების მიხედვით, ორგანიზებული ჯგუფი ე.წ. ქურდული გარჩევებით იყო დაკავებული. საუბარია სხვადასხვა ფინანსური და კრიმინალური დავის კანონიერი ქურდების დახმარებით მოგვარებაზე. გამოძიება ამბობს, რომ დავების მოგვარების სანაცვლოდ მხარეებს თანხის გადახდა ევალებოდათ, სხვა შემთხვევაში მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიება მტკიცებულებებს შორის ასახელებს იმ ნივთებს, რომლებიც ჩხრეკის დროს ამოიღეს, ვრცელდება ფარული ჩანაწერებიც. ბრალდების საქმე მოქალაქეებისგან თანხების მითვისების სხვა ეპიზოდებსაც მოიცავს.