დაკავება „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით

18:15, 16.12.2025

შინაგან საქმეთა სამინისტომ ე. წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 49 პირი დააკავა, 14 კი დაუსწრებლად მისცა პასუხისგებაში, მათ შორის ხუთი ე. წ. კანონიერი ქურდია. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ბრიფინგზე გაავრცელა.

ალექსანდრე დარახველიძის თქმით, უწყებისთვის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე. წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ სისტემური და შეურიგებელი ბრძოლა წარმოადგენს.

მსგავსი