დაკავება ქურდობის ბრალდებით

12:19, 08.10.2026

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თანხმლებ არასრულწლოვანთან ერთად, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით, საკუთარ ანგარიშებზე გარკვეული რაოდენობის თანხა ჩარიცხეს, შემდეგ კი – აღნიშნული აპარატი დააზიანეს და მასში არსებულ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. კომპანიისთვის მიყენებულმა ზარალმა 3784 ლარი შეადგინა.

მსგავსი