დაკავება ქურდობის ბრალდებით

15:20, 28.06.2026

ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სამი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სხვადასხვა დროს, რუსთავში, მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანებიდან სხვადასხვა დასახელების ნაწილებს და საბანკო ბარათებს უკანონოდ დაეუფლნენ. ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად არის ამოღებული. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

მსგავსი