დაკავება ქურდობის ბრალდებით

ცხელ კვალზე დააკავა პოლიციამ ერთი პირი ბათუმში მომხდარი ქურდობის საქმეზე. გამოძიების ინფორმაციით, მან რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, რვა ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული.

ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.