დაკავება ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე

12:27, 03.04.2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სხვა უწყებებთან კოორდინაციით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი, რომელმაც წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების მიზნით, ყალბი მონაცემების შემცველი სამედიცინო დასკვნის გაცემა უზრუნველყო.

ხატია ჯამალაშვილის ჩართვა #მოამბე

მსგავსი