დაკავება ქრთამის აღების ფაქტზე

21:28, 03.04.2026

დაკავებულია თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის, ქუთაისის სამედიცინო ცენტრის განყოფილების უფროსი. ბრალდებულს ქრთამის მოთხოვნასა და აღებას ედავებიან. გამოძიების თანახმად, დაკავებული ერთ-ერთ წვევამდელს ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში დაეხმარა, ამ მიზნით, გასცა ყალბი სამედიცინო დასკვნა და სანაცვლოდ ქრთამი აიღო. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოპოვებულია დანაშაულის ამსახველი აუდიო-ვიდეო მტკიცებულებები. დაკავებულს 6-დან 9-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი