დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით

21:38, 13.05.2026

ქრთამის აღების ფაქტზე ორ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სამი პირია დაკავებული. მათ შორის მერიის ორი წარმომადგენელი და ერთი მოქალაქე. კორუფციის პირველ ფაქტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა  ადიგენში გამოავლინეს, სადაც დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია ზანავის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, დანაშაულში დახმარების ფაქტზე კი – ერთი მოქალაქე. მეორე ფაქტი კი წალკის მუნიციპალიტეტში მოხდა, ქრთამის აღების ბრალდებით სამების ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დააკავეს. დაკავებულ საჯარო მოხელეებიდან ერთ ერთს 7-დან 11 წლამდე, მეორეს კი 6 იდან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

მსგავსი