დაკავება ქრთამის აღების ბრალდებით

ქრთამის აღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმის საქალაქო სამმართველოს მოსამსახურე პირმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესახებ პერსონალური ინფორმაციის სამინისტროს ბაზაში გადამოწმების და მოქალაქისთვის უკანონოდ გადაცემის სანაცვლოდ, ქრთამის სახით, ჯამში 1 000 დოლარი აიღო. დაკავებისას ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით მიმალვა სცადა, რა დროსაც ავტოავარია მოახდინა. აღნიშნულის შემდგომ მიატოვა ავტომობილი და ფეხით შეეცადა მიმალვას, რად დროსაც სამართალდამცველების მიერ ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.