პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ ფოთში დაკავებული პირები საკუთარ საცხოვრებელ ბინას და სასტუმროს ოთახებს პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ. ასევე, გამოძიების ცნობით, ეს პირები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძებნაშიც ეხმარებოდნენ. ეს ქალბატონები სამართალდამცველებმა მოწმის სტატუსით გამოკითხეს.
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები და დაკავების ოპერაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს. მუხლი, რომლითაც დაკავებულ პირებს გამოძიება ედავება, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.