დაკავება პროსტიტუციის ბრალდებით

15:26, 17.04.2025

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტებზე სამი პირი დააკვეს.

ბრალდებულები ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები არიან. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს ბათუმში მდებარე მასაჟის სალონებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ სისტემატურად გადასცემდნენ. გამოძიებით, ასევე დგინდება, რომ დაკავებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი ანაზღაურებიდან გარკვეულ თანხას იღებდნენ.

დანაშაული შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი