დაკავება პოლიციელზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე
პოლიციელზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2006 წელს დაბადებული პირია დაკავებული. გამოძიების ვერსიით, მიმდინარე წლის 27 იანვარს, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა ჯგუფურად იძალადეს პოლიციელზე. პოლიციამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე დავით შარაშიძე მომხდარიდან მალევე – ცხელ კვალზე დააკავა, ხოლო დანაშაულში მონაწილე კიდევ ორი პირი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილის პრიმა მუხლის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.