დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ მოიპოვა და მობილურ ტელეფონში ინახავდა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველ ვიდეოს, რაც უკანონოდ გაავრცელა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.