დაკავება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე
საქართველოს პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სოციალური ქსელის საშუალებით განხორციელებული მუქარის შედეგად, უკანონოდ მოიპოვა და შეინახა არასრულწლოვანი დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც დაზარალებულის ოჯახის წევრთან და სხვა პირთან გაავრცელა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.