დაკავება ორი ადამიანის მკვლელობის საქმეზე 

18:08, 26.01.2026

მუხრანში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ორი ადამიანის მკვლელობისთვის ორი პირი დააკავა პოლიციამ. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თანმხლებ პირთან ერთად, მიმდინარე წლის 24 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – 1980 და 85 წლებში დაბადებულ პირებს. შემდეგ ორივე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

მსგავსი