დაკავება ოჯახური ძალადობის ფაქტზე - ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

გამოძიება გრძელდება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზეც. 1975 წელს დაბადებულმა პირმა ყოფილ მეუღლეს და მის მეგობარს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.