დაკავება ოჯახში ძალადობისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით

12:20, 10.08.2019

ოჯახში ძალადობისა და დიდი  ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაკავებულია 1980 წელს დაბადებული გ.ს.  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ნარკოტიკული  საშუალება „სუბუტექსის“ 5 აბი.

ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი