დაკავება ოჯახში ძალადობის ბრალდებით

18:25, 16.12.2017

დაკავება ოჯახში ძალადობის ბრალდებით. ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1958 წელს დაბადებული, ამავე დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მამაკაცი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასჯელი ერთიდან სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

მსგავსი